ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება. ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემაზე, ასევე უფლებამოსილებით ან მდგომარეობის ბოროტად სარგებლობასა და დანაშაულის დაფარვაზე. ცვლილებით განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთის ვადებიც.