„გირჩის“ ყრილობა 

დღეს სამ საათზე „გირჩში“ ყრილობა  გაიმართება. ამ ყრილობაზე ახალი გირჩი უნდა დაფუძნდეს, რომელშიც პარტიის ის წევრები იქნებიან, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამოეყვნენ „გირჩს“.

ახალ „გირჩში“ აცხადებენ, რომ დღეს თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს წევრებს, ლოგოს და დროშას აირჩევენ, თუმცა ყველაფერს ძველი „გირჩის“ იდენტურს დატოვებენ. პარტიას კი „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერქმევა.