„გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა

პარტია „გირჩის“ წევრებმა დღეს საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინეს. კანონპროექტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, „გირჩის“ მიერ შემოთავაზებული ცვლილებით, იმისთვის, რომ პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღოს, საჭირო იქნება კონსტიტუციით განსაზღვრული ბარიერის გადალახვა.