ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დიპლომატების ფასილიტატორობით სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გაიმართება. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.
„გირჩის“ წევრი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს არჩევნების შედეგების ჩასწორებაში ხედავს და ასევე ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ, მეორე ტურმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მისივე თქმით, ასევე საჭიროა დათქმა, რომ გაყალბებული არჩევნების გამოსასწორებლად, ხელახალი არჩევნები ერთი წლის ვადაში ჩატარდება. ამ შემთხვევაში ხვიჩია ფიქრობს, რომ „გირჩი“ და სხვა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში სავარაუდოდ შევლენ.