პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის გამოსვლამდე, პარლამენტის თავმჯდომარეს თავისუფალი ტრიბუნის გამოყოფის მოთხოვნით, პარტია „გირჩმა“ მიმართა.
„გირჩის“ წევრებმა განკუთვნილ ნახევარ საათში ტრიბუნიდან კოლეგებს მიმართეს. პარტიის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, საუბარი შეეხო, სასამართლო სისტემას და არსებულ გამოწვევებს, ასევე მოსამართლეთა არჩევის წესსა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს. ტრიბუნიდან დეპუტატებს მომართა „გირჩის“ კიდევ ერთმა წევრმა, იაგო ხვიჩიამ, მან თავისი დრო გამოიყენა ეკონომიკურ ვითარებაზე სასაუბროდ, ჰერმან საბომ კი საარჩევნო რეფორმის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.