„გირჩის“ ინიციატივა

„გირჩი“ საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითხოვს. მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ინიციატივის მიხედვით, უქმდება ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომლებიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს. ავტორების განმარტებით, ადამიანები სქესის მიუხედავად თანასწორები არიან და მათი ნებისმიერ პროფესიაში კვოტებით დაყოფა მიუღებელია.

ინიციატორების თქმით, კანონპროექტის მიზანია, დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს, თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს და გენდერული კვოტირების მექანიზმი წარმოადგენს შეზღუდვას როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც აღნიშნული ნორმა შეიქმნა.