იმ არჩეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, რომლებიც მანდატებზე უარს ამბობენ, „მოქალაქეების“ მსგავსად არ არიან „გირჩის“ წევრები, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმებაში ხედავენ. ოპოზიციაში საკუთარი წინადადების გატანას „გირჩი“ ახალი სტრატეგიით შეეცდება. ვახტანგ მეგრელიშვილი პირადად მიხეილ სააკაშვილთან აპირებს საუბარს. „გირჩელები“ სააკაშვილის, როგორც ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე ოპოზიციური ძალის ლიდერის განსაკუთრებულ გავლენებზე აკეთებენ აქცენტს, ამიტომ ოპოზიციურ პარტიებს დღეს იმაზე უწევთ საუბარი, არის თუ არა ოპოზიციური ერთობა მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ.