„გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კენჭს ზურაბ ჯაფარიძე იყრის. პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ამ დრომდე არ გეგმავდა მაჟორიტარების დამოუკიდებლად წარდგენას და ოპოზიციის საერთო კანდიდატების მხარდაჭერას გეგმავდა, გადაწყვეტილებას ცვლის.