12 წლის წინ მიღებულ კანონში შესაძლოა ცვლილება შევიდეს.
პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა „გირჩის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადზე დაწესებული ლიმიტის გაზრდას გულისხმობს. თუ საკანონმდებლო ინიციატივა მხარდაჭერას მოიპოვებს, ქონების გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ იმ ოჯახებს, რომელთა წევრების წლიური ჯამური შემოსავალი 40 000-ს აჭარბებს. ლიმიტი 70 000-მდე გაიზრდება. საგადასახდო კოდექსში ცვლილებების შეტანის არგუმენტად მაღალი ინფლაცია სახელდება. მმართველი გუნდი და ოპოზიცია განხილვების დროს ინიციატორებისგან დამატებით არგუმენტაციას ელოდებიან.