როდის გაიმართება „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ შეხვედრა, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მოლაპარაკებები ორ პარტიას შორის, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში შედგეს. პარტია „გირჩი“ მმართველ გუნდთან პირდაპირი დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს.
სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება მოხდება, ისინი პარლამენტშიც შევლენ. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ნებისმიერ ფორმატში ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის.