„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და მერობის კანდიდატმა, ცოტნე კობერიძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის გახანგრძლივება გააპროტესტეს. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ქალაქში იმოძრავებენ მინივენით და მსურველებს უსასყიდლოდ გადაიყვანენ ერთი პუნქტიდან მეორემდე. მერობის კანდიდატის განცხადებით, პროცესში ისინი მოქალაქეებს საკუთარ საარჩევნო პროგრამასაც გააცნობენ.