„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლის სასამართლო

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი გრიგალაშვილის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში. გამოძიება მას კანაფის კულტივაციას და პროპაგანდას ედავება, რაც ადმინისტრაციულ სახდელებს და ასევე 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს . საქმე ეხება, გრიგალაშვილის მიერ, 13 ივლისს, გიორგი სლოევის მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში ორი ძირი კანაფის კულტივაციას. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ეს იყო ქვეყანაში არსებული არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის გაპროტესტების აქტი, მიმდინარე სასამართლო პროცესი კი, მის არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება.