„გირჩი – მეტი თავისუფლება“ თბილისის საკრებულოს პროპორციულ სიას, პორტალზე ხმის მიცემის საშუალებით დააკომპლექტებს. ხმის მიცემის პროცედურა 09:45 საათიდან დაიწყო და 19:45 საათამდე გასტანს. კანდიდატებად ამომრჩევლის წინაშე წარდგება „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ექვსი პოლიტიკოსი. მათ შორის არჩევანი პარტიის პორტალზე რეგისტრირებულმა წევრებმა უნდა გააკეთონ, რომელთაც ტექნიკურად დარიცხული აქვთ როგორც დემოკრატიული, ასევე მერიტოკრატიული ქულები. პარტიაში „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ვიცემერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძეც პრაიმერისის გზით შეარჩიეს.