„მწარე გაკვეთილი“- ასე ჰქვია აქცია-პერფორმანსს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ წევრებმა გამართეს. სამართალდამცველებს აქციის მონაწილეებმა ლექცია წაუკითხეს თემაზე, სამართლიანი დემოკრატიული ქვეყნის პრინციპები და უკანონო დაკავებები. როგორც პარტიის წევრები ამბობენ, ნებისმიერი აქციის დროს, ადმინისტრაციულ შენობებთან უამრავი სამართალდამცავი ცდება, შესაბამისად, მათ გადაწყვიტეს უსამართლობის გაპროტესტებასთან ერთად, ესაუბრონ და ცოდნა გაუზიარონ პოლიციელებს.