„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი კოლეგების წინააღმდეგ გამოდის. „ოპოზიციად წოდებული პარტიების წევრთა ნაწილი და რიგ შემთხვევაში მთლიანად პარტიები, სისტემის ნაწილად არიან ქცეული, პოლიტიკურ ველზე მყოფი მოთამაშეების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებით, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, „ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს, უმეტესობა თამაშობს გადარჩენისთვის“. ჯაფარიძე აცხადებს, რომ სექტემბრიდან დაუმორჩილებლობას, მთელი ქვეყნის პარალიზებას აპირებს და დროს სწორედ ამას დაუთმობს.
ჯაფარიძის განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში.