მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მისი პარტიის დაპირისპირებულ ფლანგებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, ახალი ერთობა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ყოფილმა თანაგუნდელებმა ჩამოაყალიბეს. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ელენე ხოშტარია და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე გამარჯვებისთვის ბრძოლას ერთად აპირებენ და თანამშრომლობას მოქმედ და ყოფილ სახელისუფლებო პარტიებთან გამორიცხავენ. ვაშაძე-ხაბეიშვილის შემდეგ, ეს უკვე მეორე ერთობაა, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში ამომრჩევლის წინაშე პოლიტიკური დუეტის ფორმატში წარდგება.
ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ახალ ერთობას ნიკა გვარამია და ნინო ლომჯარია შეუერთდნენ. რა შედეგს მოიტანს ახალი კონფიგურაციით არჩევნებში მონაწილეობა, ეს მომავალ წელს გაირკვევა. მანამდე კი ახალი ერთობის წევრებს მმართველი გუნდიდან დღეს რუსული კავშირები შეახსენეს.