„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოსა და მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ქმნიან გაერთიანებას, რომელსაც აერთიანებს ხელისუფლებასთან ნულოვანი თანამშრომლობა. „ნულოვანი თანამშრომლობა“, მომავლის მკაფიო ხედვა, მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით. ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.