გიორგობა წმინდა მიწაზე

დღეს გიორგობაა – წმინდანის საფლავზე, ისრაელში, ქალაქ ლოდის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. წირვა მღვდელმთავრებმა ქართულ და ბერძნულ ენაზე აღავლინეს. ღვთისმსახურებაში მონაწილეობა საქართველოსა და ათონის მთაზე მოღვაწე სასულიერო პირებმა მიიღეს.

ნათია ქენქაძე წმინდა მიწიდან.