„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომერს, გიორგი გახარიას დებატებში იწვევს. ვაშაძე მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლიდან დღიდან არცერთი დაპირება არ შეუსრულებია, ქვეყნის მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა, რაზეც სწრაფი რეაგირება და კონკრეტული გეგმაა საჭირო. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამბობს, განსხვავებით მმართველი გუნდისგან, მას უკვე აქვს შემუშავებული კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და მზადაა ამ თემებზე ტელედებატების ფარგლებში, გიორგი გახარიას ესაუბროს.