გიორგი ვაშაძის შეხვედრა ახალგაზრდებთან

„გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. გიორგი ვაშაძემ აქცენტი უმუშევრობის პრობლემებზე გააკეთა და დაბალ ხელფასებზე ისაუბრა. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ, ასევე, მმართველი გუნდის წევრებს კითხვით მიმართა, თუ როგორ აპირებენ საკითხის მოგვარებას. შეხვედრა ახალგაზრდებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.