პოლიტიკური შეფასებების თემაა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით. ვაშაძე მიიჩნევს, რომ კვლევის პოლიტიკური ნაწილი რეალობას არ ასახავს და ის არასწორად არის ჩატარებული. მისი თანაგუნდელები, კოალიციის წევრები ეთანხმებიან მის პოზიციას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახლა ოპოზიციის ნაწილს საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე პოზიცია შეცვლილი აქვს.