გიორგი ვაშაძე საგარეო ვალთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ვალის შემცირების მიზნით, სტრატეგია უნდა შეიმუშაონ. ის მიმართავს „ქართულ ოცნებას“, რომ საკითხს ყურადღებით მოეკიდონ და მის მოსაგვარებლად ერთობლივი მსჯელობა და დისკუსია გაიმართოს.
მოამბე