დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 27 საათიანი ტურნე რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გუშინ დაიწყო, დღეს თბილისში დასრულდა. აქტივობის ფარგლებში გიორგი ვაშაძემ გუნდთან ერთად 17-ზე მეტი ქალაქი და სოფელი შემოიარა და ადგილობრივებს შეხვდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერობის კანდიდატის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რაშიც დამნაშავე „ქართული ოცნებაა“.