„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად არჩევნების შემდგომი პირველი 30 დღის გეგმა წარადგინა გიორგი ვაშაძემ. მისი განცხადებით გეგმა სამ ძირითად ინიციატივას ითვალისწინებს. ეს არის საბანკო სესხებზე პროცენტის დაკლება, მედიკამენტებზე ფასების 30%-ით გაიაფება და კორონაკრიზისის მართვისთვის მასობრივი ტესტირების დაწყება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ გეგმის შესასრულებლად თანხებს აღებული ვალიდან გადაიხდის.