„სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის ახალ პროგრამას მონიტორინგს გაუწევს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელი იყო მთავრობას ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროგრამა უფრო ადრე განეხორციელებინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტის 8 000 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება გუშინ, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღო. მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის ახალი პროგრამა 40 ათასამდე ონკოლოგიურ პაციენტს შეეხება.