ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ კანონპროექტის მიღებას, „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება. მისი თქმით, გადაწყვეტილება, დაფინანსების 15%-ის გარკვეული პირობებით გაყინვის შესახებ, ხელისუფლების არასწორი ქმედებების შედეგია და ის ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.
ვაშაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი არ იყენებს იმ პრივილეგიას, რასაც ქვეყანას ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ანიჭებს და სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას საფრთხეს უქმნის.