გიორგი ვაშაძის განცხადება

გიორგი ვაშაძე ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, საზღვრები გახსნას.

ახალი საქართველოს ლიდერი თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს ეწვია და არსებული პრობლემები მეპატრონისგან მოისმინა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორში მოღვაწე ბიზნესმენებს საპროცენტო განაკვეთი 11-დან 16 პროცენტამდე გაეზარდათ და სახელმწიფოსგან პროცენტის სუბსიდირებაა საჭირო.