„ძალა ერთობაშია“ საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების პროცესს ეხმაურება და კადრების ნეპოტიზმის ნიშნით შერჩევაზე საუბრობს.
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, საარჩევნო ოლქების დაკომპლექტება „ქართული ოცნებისა“ და სუსი-ს წარმომადგენლების ოჯახის წევრებით ხდება. გიორგი ვაშაძე ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუწოდებს, განმარტოს, 76 საარჩევნო ოლქიდან რატომ მოხდა 70-ში კადრების აყვანა გასაუბრების გარეშე.