„სტრატეგია აღმაშენებელმა“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. პარტიის ლიდერმა მხარდამჭერებს პარტიის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები კიდევ ერთხელ გააცნო და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ღონისძიებაზე სიტყვით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილიც გამოვიდა, რომელმაც გიორგი ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.