„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ საწვავის ფასებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საქართველოში ბენზინი და დიზელი საკმაოდ გაძვირებულია, რის გამოც ძვირდება მომსახურება და ზოგადად პროდუქცია. ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობას ცხოვრებას უძვირებს. ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ბრიფინგზე კონკრეტული კითხვითაც მიმართა.