გიორგი ვაშაძე ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ენზელ მკოიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

ვაშაძის თქმით, პროკურატურამ მკოიანის წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას. რაც ეხება პლაკატების ჩამოხევის ფაქტს, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ეს მათთვისაც მიუღებელია და ოლქის წარმომადგენლებს შესაბამისი გაფრთხილება უკვე მისცეს.

დღესვე გიორგი ვაშაძემ არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნაც დააანონსა.