გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომზე გიორგი სოსიაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
მოთხრობების კრებული „შეპყრობილი“ 2008 წლის აგვისტოს ომს, ოკუპაციასა და ადამიანურ ისტორიებს ასახავს. პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ სტუდენტები, რომლებსაც წიგნები საჩუქრად გადაეცათ.
გიორგი სოსიაშვილი წლების განმავლობაში იყო გორის უნივერსიტეტის რექტორი და არის საქართველოს პარლამენტის წევრი.