„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად ზუგდიდში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე საარჩევნო პროგრამა წარადგინა და დევნილთა განსახლების საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა მიმდინარეობს, დამატებით 240 ოჯახისთვის კი ახალი ბინების მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.