მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს. წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის, ასევე ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღინისძიების საკითხზე იმსჯელებენ.
ბრალდებულების ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ საქმის შეწყვეტას, ნაწილი კი – ცალკე წარმოებად გამოყოფას მოითხოვს. აღკვეთის ღინისძიების შეცვლის შუამდგომლობის ნაწილში ბრალდებულების დამცველები მათი გირაოს თანხით ან ყოველგვარი ღონისძიების გამოყენების გარეშე გათავისუფლებას ითხოვენ.