გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ანი გაბეჩავას 6-საათიანი გამოკითხვა დასრულდა. მოწმის სტატუსით გამოკითხული სხვა პირების მსგავსად, საგამოძიებო უწყებამ მისი სოციალური ქსელი შეამოწმა. დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივნისის წვეულების მონაწილე არასრულწლოვანიც გამოკითხეს. საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება.
ხათუნა გაგნიძე ესაუბრა ანი გაბეჩავას ადვოკატს და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის პირდაპირ ეთერში.