თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რვა სრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარის შესავალი სიტყვები იქნება წარმოდგენილი. შესაძლოა, სხდომაზე ერთი მოწმეც დაიკითხოს. შაქარაშვილის საქმეზე სულ 11 სრულწლოვანი პირია დაკავებული. ნაწილს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათგან სამმა პირმა – არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩიეს. მათ საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს. ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს.