სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.
სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნული არ გაიზიარა მოსამართლემ. მხარეებმა საკუთარი პოზიციები წარადგინეს.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.