სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ბრალდების მხარე დაყენებულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.