გიორგი რურუას გამოკითხვა

მთავარი არხის თანადამფუძნებელი გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით გამოიკითხა. როგორც გამოკითხვის შემდეგ რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტერორიზმზე და შეთქმულებაზე შეკითხვები არ დასმულა. თუ რა შინაარსის შეკითხვები დაისვა ამაზე რურუა არ საუბრობს და განმარტავს, რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. გამორიცხავს შეთქმულებასთან და ტერორიზმთან რაიმე კავშირს და მის გამოკითხვაზე დაბარებას საცირკო წარმოდგენას უწოდებს. ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება მიზნად საზოგადოების დაშინებას ისახავს.