თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გამოკითხვა დასრულდა.
გიორგი ქადაგიძე 11 წლის წინ „თიბისი ბანკიდან“ განხორცილებულ იმ ტრანზაქციაზე გამოიკითხა, რის გამოც გენერალური პროკურატურა საქმეს ფულის გათეთრების მუხლით იძიებს.
ქადაგიძეს ტრანზაქციის განხორციელების პერიოდში ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
რა შეკითხვები ჰქონდათ პროკურორებს ქადაგიძესთან და როგორ აფასებს სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელი მიმდინარე პროცესებს, – თემის დეტალები „მოამბეში“.