გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი

მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტ გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ის შსს-მ 14 აპრილს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციის დროს დააკავა. მას ბრალად პოლიციის თანამშრომლებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევა და ფიზიკური შეურაცხყოფა ედება. ამ ბრალდებებს გამოგონილს უწოდებს გიორგი მუმლაძის უფლებადამცველი და მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. დაკავებული აქტივისტის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოს ეზოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

მოამბე