გიორგი მუჯარიძე ბირთვის კვრაში 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია
გიორგი მუჯარიძე ბირთვის კვრაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია და ახალი რეკორდის ავტორია.
სლოვაკეთში გამართულ 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე მუჯარიძემ ბირთვი 20, 27 მ–ზე კრა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მუჯარიძის შედეგი ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპაში საუკეთესოა.