საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.
განცხადება ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა. ამასთან გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის, ესაუბროს ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით.