გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროს პრემიერმინისტრს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთოებების განვითარება, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პირველ ლედისთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დღეს დაიწყო. გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია აბუ დაბის საპრეზიდენტო აეროპორტში გაიმართა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. მხარეებმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა განიხილეს. აღინიშნა, რომ, როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროები, ასევე, საქართველო წარმოადგენენ რეგიონულ ჰაბებს და ორი, რეგიონული, საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლობის გაგრძელებას და გაფართოებას დიდი მნიშვნელობა აქვს. საუბარი ასევე შეეხო რუსულ აგრესიას და საქართველოს ოპკუპირებულ ტერიტორიებს.