გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

კიდევ ერთი ფიგურანტი მიხეილ სააკაშვილის საქმეში.

ცნობილი ხდება იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმარა. ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძეა, რომელსაც 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ერთი ბრალდება უკვე წაყენებული აქვს. ყოფილი ძალოვანის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, სააკაშვილის მარშრუტის დაგეგმვაში სწორედ ლორთქიფანიძე იყო ჩართული, მან შეიმუშავა საზღვრის უკანონო გადაკვეთის კონკრეტული სქემაც. თუ პროკურატურის ინფორმაციას დავეყრდნობით, ყოფილი მაღალჩინოსანი საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს, ელგუჯა ცომაიას პირველად ჯერ კიდევ რვა თვის წინ შეხვდა. საგამოძიებო უწყებამ სატელეფონო ჩანაწერიც გამოაქვეყნა, თუმცა ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე საქმეში ოდესის ოლქის პოლიციის ყოფილი უფროსის მონაწილეობას გამორიცხავს.

ლორთქიფანიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას რუსეთის ინტერესად აცხადებს თავად სააკაშვილი.