გიორგი ლაღიძის საარჩევნო კამპანია

პარტია „მომავალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დედაქალაქში ინფრასტრუქტურის სწორად განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, სოციალური პროექტების დაფინანსება და ქალაქის გამწვანება.