„კავკასიის მთის ცენტრის“ პროექტის დეტალები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა.
„მთის ცენტრის“ შექმნის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის ზაფხულში მიიღეს. ახლა კი მესნერი სპეციალური ვიზიტით ეწვია სვანეთს და მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ცნობილ არქიტექტორთან ერთად დაათვალიერა.
„კავკასიის მთის ცენტრი“მესნერის მუზეუმების ქსელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტურიზმის განვითარებისათვის ეს დიდი შესაძლებლობაა. მისივე თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი მთამსვლელებისთვისაც.