გიორგი კოხრეიძე მთავრობას, მერიას, ცესკო-ს მიმართავს და მოითხოვს, შშმ პირებს ხმის მიცემის საშუალება მიეცეთ. მისი თქმით, არაადაპტირებული საარჩევნო უბნის გამო, მან პირველ ტურში ხმის მიცემა ვერ შეძლო.
გიორგი კოხრეიძემ სპეციალურ მიმართვაში გაერო-ს კონვენციის იმპლემენტაციის პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, სხვადასხვა კანონების მიღების დროს არ ხდება შშმ პირთა უფლებების გათვალისწინება, კერძოდ, საუბარია თამბაქოს შესახებ კანონზე.
კოხრეიძის თქმით, ის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს და მოქალაქეებს აქტივობისკენ მოუწოდებს.