ოპოზიციის კიდევ ერთი თავდახმა მედიაზე. სამიზნე ისევ პირველი არხი და „მოამბის“ გადამღები ჯგუფია. ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები მათთვის არასასურველი კითხვების გამო კვლავ აგრძელებენ საქართველოს პირველ არხზე შეტევას – „მოამბის“ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად ისინი აგრესიას იჩენენ. მას შემდეგ რაც ჟურნალისტის კითხვა არ მოეწონა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და განაცხა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაწყვეტენ რა ფორმით გააგრძელებს მაუწყებელი ფუნქციონირებას.