პარტია „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
გიორგი კანდელაკის და მაია კაციტაძის თქმით, ხელისუფლება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აიპ-ების თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს. კანდელაკი და კაციტაძე შესაბამის სამსახურებს მოუწოდებენ, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით.